27 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით,აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით,საზოგადოებრივი ტრანსპორტი გარკვეულ საათებში უფასო იქნება, ხოლო აღდგომის მეორე დღეს დამატებითი მარშრუტები დაემატება სასაფლაოების მიმართულებით. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ გააკეთა.
„აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე, მეტროს მომსახურება იქნება უფასო, ასევე გახანგრძლივდება სამუშაო დღე 04:00 საათამდე. რაც შეეხება ავტობუსებს, შემუშავდა 8 დამატებითი მარშრუტი, რომელიც მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს. ეს მეტროსადგურებია – ვარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი. ასევე აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები. სულ 8 მარშრუტია. 28 აპრილს, დილის 8:00-დან საღამოს 20:00 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს, 80 ერთეულამდე. მგზავრობა იქნება უფასო”,- განაცხადა მუმლაძემ.