“აგვისტოს ომის ერთ-ერთი მიზეზი პუტინის მიმართ სააკაშვილის რიტორიკა იყო”- კურტ ვოლკერი

გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხისტი რიტორიკა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

„ვფიქრობ, სააკაშვილმა ბევრი რამ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, გაატარა ბევრი რეფორმა, ეფექტურად ამყარებდა ურთიერთობას აშშ-სა და დასავლეთთან, თუმცა პუტინი ძალიან ნერვიულად რეაგირებდა მწვავე რიტორიკაზე, რომელიც მის მიმართ სააკაშვილმა აირჩია, არა თუ ნერვიულად, არამედ აგრესიულადაც. ვფიქრობ, ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყების, რამაც შეუძლებელი გახადა ნებისმიერი რუსულ-ქართული ურთიერთობა. საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას რუსეთთან მიმართებაში სხვა რიტორიკა აქვს არჩეული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისმა რუსეთს ჩააბარა ოკუპირებული ტერიტორიები და რუსული აგრესიის შესახებ დაივიწყა“, – აღნიშნა ვოლკერმა.