შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, შოთა უტიაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებში 2008 წლის აგვისტოს ომის მნიშვნელობას აფასებს და წერს, რომ ამ ფაქტმა მეზობელ სახელმწიფოს ზეწოლის ბერკეტი წაართვა. უტიაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მთავრობის არაპროფესიონალიზმის წყალობით, რუსეთმა გავლენები კვლავ დაიბრუნა.
„აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს დაჩმორება იოლი არ იქნებოდა.
დღეს უკვე, ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი. მოსკოვმა მოახერხა, და ქართული ოცნების უთავმოყვარეობის, პანიკიორობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს.
უმარტივესი ილეთით, სანქციების მუქარით, მერე მისი შემსუბუქების იმედის მიცემით, საზღვართან ჩატარებული სამხედრო წრთვნებით, კრემლმა სრულიად ამოაგდო კალაპოტიდან საქართველოს მთავრობა.
აგერ შედეგიც, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდასავლური პროექტი, ანაკლიაის პორტი, გაყინეს, ყველაზე დიდი პროდასავლური ორგანიზაცია – რუსთავი 2 დაანგრიეს, და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
დასავლეთს კი, ჯერჯერობით, სძინავს“-წერს უტიაშვილი