წლინახევრის გოგონა, რომელიც 2 კვირის წინ აივნიდან გადმოვარდა, დღეს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
როგორც ცნობილი გახდა, უბედური შემთხვევა მეზობლის ბავშვის დაბადების დღეზე 18 ივნისს მოხდა, გოგონა სათამაშო მანქანაზე იჯდა და უმოაჯირო აივნიდან გადავარდა.
ბავშვის გადარჩენას ექიმები 2 კვირის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.