აკაკი მინაშვილი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს აკაკი მინაშვილი რობოკოპებმა ფარებს შორის შეითრიეს და ამჟამად უცნობია თუ სად არის მინაშვილი. დაკავებულია ასევე აქციის რამდენიმე მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები 7 საათიდან იკრიბებოდნენ, ღამით აქციის მონაწილეებს გასათბობად შეშისა და რკინის კასრების შეტანის უფლება საპატრულო პოლიციამ არ მისცა. დილის 04:30 საათზე შსს-მ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ 30 წუთში თუ არ დატოვებდნენ ტერიტორიას მათ ძალით დალშლიდნენ.

რამდენიმე წუთის წინ კი სპეცრაზმი მშვიდობიანი მომიტინგეებისკენ დაიძრა და დაიწყო აქციის მონაწილეების დაშლა, გამოყენებული იქნა წყლის ჭავლიც.