„ასეთ დაპირისპირებულ, პორალიზებულ გარემოსი ჩემს ადგილს ვერ ვხედავ“ – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. პოლიტიკიდან წასვლის მიზეზად ზოიძე იმ ინიციატივის უგულებელყოფას ასახელებს, რომელიც მან პარტიას შესთავაზა. ზოიძე პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდა.
„ვერ შევძელი, ჩემი კოლეგები პლებისციტის ჩატარებაზე დამერწმუნებინა და გვეკითხა ხალხისთვის აზრი. შესაბამისად, ჩემს რესურსს და ჩემს ადგილს ასეთ პოლიტიკაში ვეღარ ვხედავ“ – განმარტა ზოიძემ.