ახალ მთავრობას მხარდაჭერა ექნება- ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ ახალი მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით გააკეთა.
კობახიძის განცხადებით, პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამთავრობო ცვლილებებზე, პარლამენტის მხარდაჭერა ექნება.
„გადაწყვეტილება მიიღო პარტიამ მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ და პრემიერის პოსტზე გახარიას წარდგენაზე. აქედან გამომდინარე მყისიერად დაიწყება პროცედურები პარლამენტში და ახალ მთავრობას მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება პოლიტიკურ ბრძოლას, ბუნებრივია ოპოზიცია ასეთ განცხადებებს გააკეთებს, ეს პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია”,- განაცხადა კობახიძემ.