ახალციხეში ავტომანქანაში გველი შეძვრა, რომელიც ვერ გამოჰყავთ.ინფორმაციას ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იმყოფება, რომელიც ქვეწარმავლის ავტომანქანიდან გამოყვანას ცდილობს.
გველი ავტომანქანაში დაახლოებით დღეს დილის 10:00 საათზე შეძვრა.მანქანის მეპატრონის თქმით, ქვეწარმავალი ავტოფარეხის კართან იყო გაწოლილი და საბურავიდან მანქანაში შეძვრა.
„საბურავზე აცოცდა. დავქოქე და გამოვიყვანე, მეგონა ჩამოვარდებოდა. მეზობელი უყურებდა, მაგრამ გამოსული არ დაუნახავს. მანქანაშია სადღაც“-აცხადებს მეპატრონე.