ახალციხეში,მამაკაცი პოლიციის შენობაში დანით შეიჭრა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ახალციხეში,მამაკაცი საპატრულო პოლიციის შენობაში შევარდა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცს  დანა ეკავა. აღნიშნულ ინფორმაციას sknews.ge ავრცელებს.

დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, პოლიციელების მოთხოვნის საფუძველზე, ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღი დააგდო.

დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლმ უკვე იმსჯელა. 25 წლის ახალგაზრდას 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.