ახალციხეში სამლოცველო დაარბიეს

ვანდალური ფაქტი ახალქალაქში- სოფელ ხულგუმოსთან  მდებარე სამლოცველო დაარბიეს.

დაზიანებულია ხატები. თვითმხილველები აცხადებენ, რომ  საეკლესიო ნივთები  ძირს  ეყარა.

ეს არ არის დარბევის პირველი შემთხვევა, აღნიშნული სალოცავი მანამდეც დაურბევიათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ან სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით ისჯება.