ახალციხის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა იწვის (ვიდეო)

ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ხანძარია. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი შენობის სახურავს უკიდია.

პირველადი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.  ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, შენობიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. 

{{VIDEO}}