ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე- ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოყირავდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.