“ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედებაზე შეტევა უსამართლობა და მიუღებელია”- გახარია ბერაზე

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია “უსამართლოსა” და “მიუღებელს” უწოდებს ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ჯუნგლების დახმარებაზე წამოწყებულ დისკუსიას. ამის შესახებ პრემიერმა დღეს, 23 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

“ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა ბუნებაში არის უსამართლობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ორჯერ უსამართლო, რადგან ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ამ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაში, შენარჩუნებაში, ამასთან, ასობით მილიონს ხარჯავს მომავალ თაობაზე საგანმანათლებლო პროექტებში. როდესაც ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება პოლიტიკური თავდასხმის საგანია, აბსოლუტურად მიუღებელია”, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.