ახალგაზრდებისთვის ეს თავგადასავალია, მათი დამჭერებისთვის ხვალინდელი პოლიტიკური ვერდიქტი- პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს ეხმაურება.
“მათი მისამართით “ლანძღვა-გინებისთვის” ამ ახალგაზრდების დაპატიმრებით ხელისუფლება უცბად დაბერდა და პროტესტს კიდევ ერთი, თაობათა შორის კომფლიქტს განზომილება შესძინა. ახალგაზრდებისთვის ეს თავგადასავალია, მათი დამჭერებისთვის ხვალინდელი პოლიტიკური ვერდიქტი…”-წერს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული პირები სასამართლომ დმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად სცნო და პატიმრობა შეუფარდა. ბექა ბასილაიას 13 დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ელგუჯა ბაგრატიონს 12 დღიანი, ზუკა ბერძენიშვილს 7 დღიანი, ლუკა ჭიჭინაძესა და გიორგი ბუნტურს 5-5 დღიანი, საკრებულოს წევრს ირაკლი ნადირაძეს 13 დღიანი, გიგა მაქარაშვილს 12 დღიანი, დიმიტრი ბიძინაშვილს 13 დღიანი, დავით მჟავანაძეს და ირაკლი კაჭარავას კი 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.გურამ მჭედლიშვილს 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა