არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული ქალის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ზუგდიდელები იხსენებენ, რა პირობებში ჰყავდა ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში უკრაინის მოქალაქეს 10 ბავშვი.
მეზობლები ტელეკომპანია “რუსთავი2′-თან ყვებიან, რომ ერთ-ერთმა ბავშვმა მასთან თქვა, რომ იულია სუსლიაკი მისი დედა არ არის.
მათი ინფორმაციით, იულია სუსლიაკი აფხაზეთში მეუღლესთან ჩასვლას გეგმავდა, თუმცა ენგურის ხიდზე მას პრობლემები შეექმნა.
„აფხაზეთში მინდა გადასვლა და შემაჩერესო. ერთმა ბავშვმა თქვა, ეს დედაჩემი არ არისო. ბიჭი იჯდა, საჭმელს ჭამდა და მაშინ ჰკითხა მეზობელმა და დედაჩემი არ არისო,“ – განაცხადა „კურიერთან“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბესო მიქენაიამ.
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ქალს ბრალი უკვე გააცნეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება მისი ადვოკატიც.
სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აფხაზეთში ჩასვლას აპირებდა,სადაც მეუღლე ელოდებოდა.
ადვოკატის განცხადებით, ოჯახი უკრაინაში პოლიტიკურ დევნას გამოექცა. რაც შეეხება ბავშვებს თოდუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბავშვების ნაწილი თავად, ნაწილი კი სუროგატი დედის დახმარებით გააჩინა.
„გუშინწინ ქალბატონმა იულიამ და მისმა 10-ვე ბავშვმა ჩააბარა დედის თანხმობით ყოველგვარი სასამრთლო გადაწყვეტილებს გარეშე, ბიოლოგიური მასალა, რომლითაც ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ადგილობრივი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10-ვე ბავშვიდან 10-ვე ბიოლოგიური მამა არის ერთი ად იგივე ადამიანი, ქალბატონის მეუღლე, ხოლო 10 ბავშვიდან 4-ის ბიოლოგიური მშობლები არიან იულია და მისი კანონიერი ქორწინებაში მყოფი მეუღლე. დანარჩენი 6 არის სუროგატისგან გაჩენილი, მაგრამ ბიოლოგიური მამა არის მისი მაუღლე,“- განაცხადა ზურაბ თოდუამ.