{{ARTICLEIMAGE}}
ბენზინში ტყვიის შემცველობა საქართვველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს შეესაბამება.
“ჩვენ გაუფრთხილებლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დავიწყეთ ამ კვლევის ჩატარება და სინჯების აღება. შევამოწმეთ როგორც – მსხვილი, ბრენდირებული ქსელები, ასევე პატარა ბენზინგასამართი სადგურები და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საავტომობილო ბენზინში, არცერთ ნიმუშში, ტყვია ნორმასთან მიახლოებულიც კი არ ფიქსირდება. ეს საკმაოდ რეპრეზენტატული კვლევაა და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ბენზინი ტყვიის გამავრცელებელი წყაროებიდან გამოვრიცხოთ. რაც შეეხება კვლევის სანდოობას, კვლევა ტენდერის გზით გავიტანეთ გარეთ და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ შეამოწმა. კომპანიებმაც კი არ იცოდნენ რომელი ავტოგასამართი სადგურის ნიმუში იყო, რადგანაც დალუქული მიდიოდა სინჯები და მხოლოდ ლუქის ნომრით ხდებოდა იდენთიფიცირება“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნელი კორკოტაძემ “საქმიანი დილის” ეთერში.