ცენტრალური ქუჩები, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაგიჩერებენ

თბილისში 12 ცენტრალურ გამზირზე მიკრავტობუსები მხოლოდ სპეციალურ გაჩერებაზე გაჩერდებიან. თბილისის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ მიკროავტობუსების ახალ რეგულაციებზე ისაუბრა. მერი ამბოს, რომ   ადრე მიკროავტობუსებს ჰქონდათ უფლება და შესაძლებლობა, სადაც მოესურვებოდათ, ყველგან გაეჩერებინათ, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. მიკროავტოუსებისთვის მერიამ რეგულაციები ერთი წლის წინ 14 ქუჩაზე აამოქმედა, რომლის მიხედვით ქუჩების ნაწილზე მიკროავტობუსებს ყველგან გაჩერება აეკრძალათ. კალაძე ამბობს რომ საპილოტე პროექტმა გაამართლა და ამიერიდან რეგულაცია კიდევ 12 ქუჩაზე გავრცელდება.
“როცა ხდება ყველგან გაჩერება გზის ნებისმიერ მონაკვეთში მუნიციპალური ტრანსპორტის, ეს  მოქალაქეებს უბიძგებს ქუჩა საფრთხის შემცველ მონაკვეთშიც გადაჭრან, რაც მათი უსაფრთხოებისთვის და მძღოლებისთვისაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო ამ მიმართულებით და საცობების თვალსაზრისითაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. უნდა მოხდეს ამ ყველაფრის მოწესრიგება და დარეგულირება.“– განაცხადა მთავრობის სხდომაზე კალაძემ.
12 ცენტრალური ქუჩის სია, რომლებზეც მიკროავტობუსები მხოლოდ სპეციალურ გაჩერებებზე გაჩერდებიან, ასეთია:

1.ქეთევან დედოფლის გამზირი;
2.თამარ მეფის გამზირი;
3.აკაკი წერეთლის გამზირი;
4.დავით გურამიშვილის გამზირი;
5.გრიგოლ რობაქიძის გამზირი;
6.ნუცუბიძის ქუჩა;
7.ცოტნე დადიანის ქუჩა;
8.სულხან ცინცაძის ქუჩა;
9.ვაჟა ჩაჩავას ქუჩა;
10.პეტრე ქავთარაძის ქუჩა;
11.აწყურის ქუჩა;
12.ჯავახეთის ქუჩა