ახალი სახეები მმართველ გუნდში-მაია მიმინოშვილი “ქართული ოცნების” წევრებს გადაამზადებს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მუშაობას პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაგრძობს.

როგორც ცნობილი გახდა, პარტიაში მიმინოშვილი პარტიის წევრების გადამზადების მიმართულებით იმუშავებს და ახალ სახეებს ტრენინგებს ჩაუტარებს. სხვა დეტალზე “ქართულ ოცნებაში” ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ.

პარტიის ახალი სახეების დატრენინგებაზე კომენტარი  მამუკა მდინარაძემ გააკეთა და განაცხადა, რომ პარტიაში ცვლილებები ჯანსაღი პროცესია.

“როგორც მოქმედი წევრების ასევე ახალი სახეების მომავალში პოტენციურად ტრენინგებზე საუბარი არ უნდა გაგვიკვირდეს, კარგია ძალიან რომ ჩვენ ამ საკითხს მეტ და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. პარტიის გაჯანსაღების პროცესი გაგრძელდება,”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.