თბილისის ქუჩებში ახალი ტაქსი გამოჩნდა წარწერით, “მაიასთვის – დავამარცხოთ ლეიკემია”. მგზავრობის ფასი განსაზღვრული არ არის, რადგან ტაქსი საქველმოქმედო დანიშნულებისაა. წამოწყება ნიკა და რატი ქართველიშვილებს ეკუთვნით, რომლებიც დედის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
“მოგესალმებით მეგობრებო, უკვე ორი დღეა, რაც ჩვენი ოჯახის ძველი მანქანა დავასტიკერეთ და მონაცვლეობით ვტაქსაობთ მე და ჩემი ძმა, ჩვენი ტაქსი საქველმოქმედოა, აქ არავინ არავის არ ევაჭრება, თუ მგზავრს არ აქვს საშუალება უფასოდ მიგვყავს დაიშნულების ადგილზე, ხოლო თუ აქვს რაიმე საშუალება მანქანაში მოთავსებულ ყუთში აგდებს თანხას თავისი სურვილისამებრ, მოგროვილი თანხა კი მთლიანად დედას ჯანმრთელობას მოხმარდება.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულისხმიერ ადამიანს, ვინც ერთი ლარით მაინც გვეხმარება და მომავალში დაგვეხმარება, უთქვენოდ მეგობრებო, ჩვენ არ შეგვიძლია მკურნალობისთვის საკმარისი თანხის მოგროვება.
მჯერა, რომ სიკეთე გადამდებია, კიდევ ერთხელ გთხოვთ გავერთიანდეთ დედასთვის და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე.
p.s გთხოვთ ამ პოსტის გავრცელებაში დამეხმაროთ, რათა მარტივად ამოიცნონ მოქალაქეებმა ტაქსი, რომელიც იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად((
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, მჯერა, რომ მე და რატი თუ ვერა, ღმერთი აუცილებლად ყველას სიკეთით გადაგიხდით”-წერს ნიკა ქართველიშვილი.