ახალი წლისთვის შოკოლადი და მიწის თხილი მქონდა შენახული – ვაჟა გაფრინდაშვილი

,,რამდენიმე შოკოლადი და მიწის თხილი მქონდა შენახული ახალი წლისთვის, რადგან ალბათ იქნებოდა იქ პატარა ზეიმივით და საერთო სუფრაზე შევიტანდი, ან თუ ადრე გამომიშვებდნენ, ვინმეს დავუტოვებდი”, – თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმდენად მოულოდნელად გაათავისუფლეს, ბარგიც კი არ ჩაულაგებია თვითონ.
,,დილით 10-ის 20-25 წუთი იყო, დაცვა შემოვიდა და მითხრა, ციხის უფროსი გეძახის, გაგიშვესო. ბარგი მე არ ჩამილაგებია აბსოლუტურად”, – გაიხსენა გათავისუფლებულმა ექიმმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა დღეს დილით გაათავისუფლა. ის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით იყო დაკავებული.