ახალქალაქში, ტყეში ახალგაზრდა მამაკაცი გაყინული იპოვეს

ახალქალაქში, ტყეში 23 წლის მამაკაცი გაყინული იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.