“ახლოდან ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის ძალიან უზრდელი “-ბოკერია პაპუაშვილზე

“ახლოდან ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის ძალიან უზრდელი ” – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ “ქართული ოცნების” წევრის, ზაზა პაპუაშვილის მისამართით გააკეთა.

ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა, როდესაც ბოკერია   სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართა.

პაპუაშვილის რეპლიკას ბოკერიას ფრაზა მოჰყვა: “ეს რობოტი ვინ იყო აბა დაიყვირე. რას მიზავ, აბა გაიმეორე?”