{{ARTICLEIMAGE}}
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ლევან შონიას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 5 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
მისთვის აღნიშნული ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.
ლევან შონიას ადვოკატი ბრალდების მხარეს ნაწილობრივ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ჩარიცხული 10 000 დოლარი არა ჩუქება, არამედ ქველმოქმედებისთვის იყო გადარიცხული, რაც ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანის დახმარებას გულისხმობდა. თავად ყოფილი გუბერნატორი კომენტარს არ აკეთებს და ჟურნალისტებს ადვოკატისკენ ამისამართებს.
სუს-ის ცნობით, “გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების – გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა.
“აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო ამონაწერის დათვალიერებით, ზ.კ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით და საჯარო სამსახურის ბიუროს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილებით”. ლევან შონიას მიმართ გამოძიება მიმდინარეობს კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე”.