ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ალაბამის შტატში პედოფილებს სავარაუდოდ ციხის დატოვებამდე ქიმიური კასტრაცია ჩაუტარდბათ.
როგორც “Dailymail”-ი იუწყება, კანონპროექტი შტატის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა წარადგინა. და ასამოქმედებლად გუბერნატორის ხელმოწერა სჭირდება.
პირები, რომლებიც 13 წლამდე ასაკის ბავშვებზე სექსუალურად ძალადობისთვის არიან დაკავებულები, იძულებულები არიან მიიღონ სპეციალური მედიკამენტები, რომლებიც ტესტოსტერონისა და სხვა ჰორმონების გამომუშავებას შეუშლის ხელს. თუ დამნაშავე ამ მედიკამენტებზე უარს იტყვის მაშინ ის ავტომატურად სასჯელაღრსულების დაწესებულებაში დააბრუნებენ.
მსჯავრდებულები მედიკამენტების მიღებას ციხის დატოვებამდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ და იქამდე განაგრძობენ სმას , სანამ მოსამართლე მიიჩნევს საჭიროდ.