საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კომპოზიტორი გია ყანჩელის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით დიდი კომპოზიტორი ჩუმად უნდა წასულიყო.
“ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო და შემოდგომაზე ჩუმად წასულიყო დიდი კომპოზიტორი … ჩვენ კი დაგვიტოვა უკვდავი ჰანგები…”- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.