ალბათ კიდევ ერთ შავ სიას გააკეთებენ მათთვის, ვისთანაც 2020 წელს დამარცხდებიან – თეა წულუკიანი ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე

ოპოზიციის მიერ გაკეთებულ ე.წ. შავს სიას, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.

“ეს საკითხი ჩემი მხრიდან სერიოზულ კომენტარს არ საჭიროებს, რადგან “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის დანაყოფებს, რა თქმა უნდა, შავ სიაში ვყავართ ყველა, ვინც მათთან არგუმენტირებულად იბრძვის და ვინც ისინი 2012 წელს დაამარცხა. ალბათ კიდევ ერთ შავ სიას გააკეთებენ მათთვის, ვინც მათ კიდევ დავამარცხებთ 2020 წელს. ვურჩევ, მოამზადონ ფურცელი და კალამი, რადგან ბევრი შავი სიის დაწერა მოუწევთ მომავალ წელსაც,” – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.