რამდენიმე წუთის წინ ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის პოლიციამ 19 პირი დააკავა.
აღნიშნული პირები სამართალდამცველების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული.
სამართალდამცავებმა კორდონი გააკეთეს, რათა აქციის მონაწილეებმა და ჟურნალისტებმა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე არ გადაინაცვლონ. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე სხედან, გზის გათავისუფლება მოსთხოვა.
შეგახსენებთ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.