ალეკო ელისაშვილი შეწყალების საკითხზე მორატორიუმის გაუქმებას და კომისიის ამოქმედებას ითხოვს. მისივე თქმით, ყველა მსჯავრდებულს აქვს უფლება დღესასწაულზე მოითხოვს სასჯელის შემსუბუქება ან გათავისუფლება. ელისაშვილი პრეზიდენტს ვადას 23 ნოემბრამდე აძლევს და მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, სალომე ზურაბიშვილი უნდა გადადგეს.
“მიუხედავად იმისა, რომ წლებია აღარ ვარ შეწყალების კომისიაში, უამრავი ადამიანი მწერს და მეკითხება, იქნება თუ არა პრეზიდენტის შეწყალება. მას აქვს ერთი თვე იმისთვის, რომ წესიერი ადამიანებით დააკომპლექტოს შეწყალების კომისია, შესაბამისად, აამოქმედოს შეწყალების კომისიის დებულება და ის კრიტერიუმები, რომლის შემუშავებასაც უზარმაზარი ენერგია მოვახმარეთ და ერთი თვის თავზე, ის ადამიანები, ვინც ნამდვილად იმსახურებენ შეწყალებას ან მძიმე ავადმყოფები, ან მრავალშვილიანი ოჯახის მშობლები, რომლებსაც მსუბუქი დანაშაული აქვთ ჩადენილი და გარკვეული ნაწილ სასჯელის მოხდილი აქვთ, მათდამი გამოავლინოს ჰუმანურობა,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.