ალკოჰოლზე, თამბაქოზე და სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები იზრდება

„საქსტატის“ ინფორმაციით, თებერვალში ალკოჰოლზე, თამბაქოზე, სურსათზე, სამედიცინო პროდუქციასა და სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.3 % შეადგინა.
თამბაქოს ნაწარმზე ფასები 32.7 პროცენტით არის მომატებული

პურსა და პურპროდუქტებზე 10.2 პროცენტით

ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე 4.3 პროცენტით

თევზეულზე12.5 პროცენტით

ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 7.6 პროცენტით

ჯანმრთელობის დაცვაზე კი ფასები მომატებულია 3.4 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ისეთ ქვეჯგუფებზე, როგორიცაა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება და საავადმყოფოების მომსახურება