ერთწლიანი ლოდინის შემდეგ მაყურებელს შეუძლია ნახოს ცნობილი ბრენდის, SALOMON-ისა და SKI GEORGIA-ს ერთობლივი ნამუშევარი, რომელსაც “ოცნების მოგზაურობა” (Dream Trip) ჰქვია. ამის შესახებ ინფორმაციას SKI GEORGIA ავრცელებს.
პროექტი მოგვითხორბს ბედნიერი გამარჯვებულის მოგზაურობის ისტორიას საქართველოში, რომელმაც საქართველოს მთების დასალაშქრად Salomon-ის პროფესიონალი მოთხილამურეები გამოყვნენ.
Salomonმსგავს პროექტს რამდენიმე წელია ახორციელებს და შემთხვევით შერჩეულ მონაწილეებს საშუალებას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პროფესიონალ მოთხილამურეებთან ერთად ისრიალონ. წელს გამარჯვებული მიქაელ ზარეცკი გახდა და კომპანიამ მას ტური სვანეთის მთებში შეურჩია.














