უმრავლესობის წევრი ნანა კოსტავა სოციალურ ქსელში კვლავ გააქტიურდა და სალომე ბარკერზე მორიგი სტატუსი დაწერა.
„ამ გოგონას საამებლად კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმა გამრიცხა პარტიიდან, ფრაქციიდან და გადამაყენა თანამდებობიდან(ისე შეეშინდათ), არც უკითხავთ საქმის ვითარება….არადა უფალია მოწამე რომ მისი ნამდვილი გვარი ბარკერი მეგონა….” – წერს საკუთარ Facebook გვერდზე ნანა კოსტავა.
შეგახსენებთ, საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ ლაგოდეხის ნაკრძალში ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის გოგონას დას, სამოქალაქო აქტივისტს სალომე ბარკერს სოციალურ ქსელში სიძულვილის ენით მიმართა.
16 წლის სოფის გარდაცვალებიდან 2 დღეში კოსტავამ პირად გვერდზე სალომე ბარკერის მიერ ერთი წლის წინ გადაღებული ფოტო გააზიარა, დეპუტატმა ფოტოს დააწერა: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“.
დეპუტატის ამ ქმედებას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. დეპუტატის სიძულვილის ენა სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს და მისი გადადგომა მოინდომეს.
საზოგადოების რეაქციის შემდეგ ნანა კოსტავას ფრაქცია „ქართული ოცნება–კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა და გენდერული საბჭო დაატოვებინეს. თუმცა კოსტავას დეპუტატის მანდატი არ დაუტოვებია.