რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი გიორგი გახარიას სატელევიზიო ინტერვიუს აფასებს და თვლის, რომ ამ კაცის თანამდებობაზე ყოფნა “ყველა ნორმალური ადამიანის შეურაცხყოფაა და უბრალოდ მორალური და პოლიტიკური ჰიგიენის საკითხია. როგორც შსს მინისტრის საყვარელი ოკუპანტები იტყვიან, наглый фраер хуже танка!“– წერს ზურაბიშვილი
გახარის ინტერვიუს ინგა გრიგოლიას რეაქციაში დავით ზურაბიშვილმა რამდენიმე ფეისბუქ სტატუსი მიუძღვნა:
“პატარა ჩაანალიზება.
ფრენდლისტში ყველანაირი ხალხი მყავს დიაპაზონით რადიკალი ნაციდან რადიკალ ქოცამდე. ჰოდა გახარიას ინტერვიუს შემდეგ რომ გადავხედე, ასეთი სურათია.
ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ გახარიას. ეს ეხება როგორც რადიკალ, ისე ზომიერ ოპოზიციონერებს თუ ე. წ. შუაშისტებს.
ხელისუფლების მომხრეები კი ან ძალიან ან შედარებით მორცხვად კმაყოფილები არიან გახარიას გამოსვლით და აგინებენ ინგას და ნაცმოძრაობას. ამ უკანასკნელს უფრო.
აქედან გამომდინარე:
ა) როგორც ჩანს, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს რას ამბობ, მთავარია წინასწარი განწყობა.
ბ) ძალიან ახლოს ვართ იმ სტადიათან, როცა ხელისუფლების მომხრეობა უკვე დიაგნოზის ტოლფასია.
მართლაცდა, რანაირად შეიძლება ადამიანს მოგეწონოს ის, რაც ყველამ ვნახეთ? აი, როგორ? რანაირად? დაქირავებული ტროლის ამბავი კიდევ გასაგებია, იმას რა ნამუსი უნდა მოთხოვო, მაგრამ შენით დაწერო გახარიას საქებარი ამ გადაცემის მერე, თანაც უფასოდ?
ასე, რომ საბოლოო დასკვნა შემდეგია: თუ ეს ხელისუფლება არ შევცვალეთ გაისად, მაგარი დარხეული გვაქვს.“–წერს დავით ზურაბიშვილი ჰეშთეგით #გახარიაწადი