“ამ მომენტში წასვლა არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევაა“– გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრმა ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში კიდევ ერთხელ ისაუბრა 20 ივნისის ღამეს პოლიციის ქმედებებზე. გახარია, რომელიც სტუდიაში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა თვლის, რომ იმ ღამეს პოლიცია ადეკვატურად მოქმედებდა. კითხვაზე, რატომ არ მიდის თანამდებობიდან, გახარია პასუხობს, რომ ახლა ყველაზე მარტივი გამოსავალი გადადგომა იქნებოდა და ამ მომენტში წასვლა არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევაა.
“როდესაც ეს ახალგაზრდები გამოთქვამენ თავის აზრს და შეცოდებაზე საუბრობენ, მათ ჯერ არ აქვთ გაცნობიერებული რას ნიშნავს სახელმწიფო სამსახური , რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შსს მინისტრი და რას ნიშნავს შენი ქვეყნის პარლამენტს როცა ესხმიან თავს ჯგუფურად და ორგანიზებულად.
როცა კონკრეტული პოლიტიკოსები ადამიანების ემოციებს გადააქცევენ შტურმად პარლამენტზე და შენ, შს მინისტრი დგეხარ არჩევანის წინაეშე რა უნდა გააკეთო– გადაარჩინო შენი იმიჯი თუ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც თვლი რომ არის სწორი.
ამ ქვეყანაში ფიზიკური ძალის გამოყენებით, პარლამენში შეჭრით ძალაუფლების მოპოვება ან შეცვლა შეუძლებელი უნდა იყოს.“– ამბობს გახარია.
რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი ისროლა მაშინ, როცა პარლამენტის წინ ვითარება ჩაწყნარებული იყო, გახარია პასუხობს:
“ეს კადრები არის სრული ფარსი. მელიას რა თქმა უნდა აქვს თავდაცვის უფლება და შეუძლია ყველა სახის კადრები იპოვნოს, მოძებნოს , გამოაქვეყნოს. მაგრამ ამ კადრებიდან ჩანს რომ ნიკანორ მელია და მისი პარტიელები იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები.
როცა ეს კადრები იქნება გამოქვეყნებუი სასამართლოზე ჩვენ პარალელურ კადრს დავადებთ.
სიტყვა დარბევა ამ შემთხვევაში სამართლებრივადაც არ გამოიყენება.  ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია
ეს აქცია ათი საათის შემდეგ გახდა ჩვეულებრივი, სისტემური ორგანიზებული შტურმი პარლამენტის წინააღმდეგ.როდესაც მელია ამას საუბრობს, რასაც აკეთებდა. ზუსტად იგივე მომენტში, სხვადასხვა ფლანგებიდან შტურმი მიდიოდა პარლამენტის შენობაზე. ეს არის ერთი რაკურსი. აიღეთ რამოდენიმე კამერა, რა ხდებოდა პარლამენტისწინ იმავე დროს, რცა ნიკა მელია მიმართავდა მომიტინგეებს.
ეს იყო აქცია, რომელიც დაიწყო 7 –ზე და 10 მდე იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი.რაღაც მომენტში კონკრეტული პოლიტიკოსების, მათ შორის პარლამენტარების მოწოდების საფუძველზე გახდა ძალადობრივი. ამ მომეტიდან პოლიციას ქონდა ყველა სახის ძალის გამოყენების უფლება.
როცა ფიზიკური შეტევა მიგვაქვს პოლიციაზე და სახელმწიფო ინსტიტუტზე აქ უკვე პოლიცია ვალდებულია გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, რათა არ დაუშვას ინსტიტუციური ჩამოშლა და სამოქალაქო დაპირისპირება.
როგორც კი ორგანიზებული შეტევა მიიტანეს პარლამენტზე ეს აქცია გახდა ძალადობრივი.ათი საათიდან დაახლოებით ორსაათნახევარი ჩემი ბრძანებით არცერთ პოლიციელს არავითარი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია. მათ მხოლოდ ქონდათ ბრძანება ჯაჭვით დაეცვათ პარლამენტი. არცერთი ნაბიჯი პარლამენტის პერიმეტრს მიღმა პოლიციას არ გაუკეთებია.
პოლიციას გასტაცეს 300ზე მეტი ფარი.
როდესაც პოლიციისთვის გახდა შეუძლებელი ფიზიკურად თავისი თავის დაცვა როცა ვეღარ ახერხებდა, რადგან ფარები არ ქონდათ, ამის შემდგომ პოლიცია გახდა იძლუებული გამოეყენებინა ის სპეციალური საშუალებები, რომლებიც კანონიერად მას ქონდა აღჭურვილობაში.“–ამბობს გახარია.