ამ ქვეყანაში „რუსთავი-2“ თან და ჩემთან დაკავშირებული საქმეები იხილება სწრაფად – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი-2“ – ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლე საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანას ჩქარობს.
„უბრალოდ აბსურდული დავა არის წაყენებული მაქსიმუმ სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით, ამიტომ მოსამართლეს უნდა გადაეწყვიტა, რამდენად გააგრძელებდა ამ საქმის განხილვას შემდეგ სტადიაზე სხვა მოსამართლე. სრულიად არასერიოზულად მოეკიდა ამ სტადიის მთავარ ეპიზოდს. გამოიკვეთა ისიც, რომ ეს ადამიანი ჩქარობს. 3 იანვარს ჩანიშნა სხდომა. გასაგებია უკვე ეს საითკენაც მიდის. ჩემი და კახა დამენიას საქმით დაიწყო ქოცების ზეობა და ჩემით დასრულდება. ამ ქვეყანაში რუსთავი-2 თან და ჩემთან დაკავშირებული საქმეები იხილება სწრაფად“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.