ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ პროპორციულ სისტემაზე საუბრისას აღნიშნა,რომ თუ ეს სისტემა შენარჩუნდა, კატასტროფას გამოიწვევს მომავალშიც,
რაც წარსულში გამოუწვევია.
,,ეს სისტემა თუ შენარჩუნდა, კატასტროფას გამოიწვევს, გამოუწვევია ადრეც , ახლაც და ,სამწუხაროდ, მომავალშიც გამოიწვევს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ სისტემაში, სადაც მოდიან, როგორც წმინდა გიორგი და მიდიან, როგორც გველეშაპები”,- ამბობს უგულავა.
მისივე თქმით, პროპორციული არჩევნები გარანტიაა იმისა, რომ არცერთი ხელისუფლება თავს არ გავა, იმიტომ რომ მასში დევს შემაკავებელი მექანიზმები სწორედ ამიტომ, ივანიშვილი პროპორციულის ჩაგდებით დიდ კედელს დაეჯახა.
,,ეგონა რომ მოგვატყუა და დიდი ამბავი, მაგრამ სინამდვილეში დაეჯახა დიდ კედელს, დიდ კლდეს, იმიტომ რომ მას მოუწევს, მისდა უნებურად, სისტემის 30-წლიანი შეცდომების წმენდა”,- აღნიშნავს ევროპული საქართველო ლიდერი.
ცნობისთვის, პროპორციული არჩევნების კანონპროექტი 14 ნოემბერს პარლამენტმა ჩააგდო. მმართველ გუნდში ამის მიზეზად მაჟორიტარების წინააღმდეგობა დასახელდა. ოპოზიცია პროპორციულის ჩაგდებას ივანიშვილის გადაწყვეტილებად თვლის, მაჟორიტართა აჯანყებას კი – გათამაშებულ სცენად.