წარწერა “ამ სისტემის დედაც” თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის შენობის კედელზეც გაჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფოტოსთან ერთად პიანისტი სანდრო ნებიერიძე ავრცელებს, რომელსაც კონსერვატორიის სტუდენტი, სანდრო გეგეჭკორი ეხმაურება:
“როგორც რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედია გვტკივა, ისე მტკივა კონსერვატორიის ყველა წერტილი. კონსერვატორია არ არის ჩვენთვის მხოლოდ შენობა, და დაწესებულება… არც უმაღლესი სასწავლებელი, არც მუსიკის სამჭედლო. ჩვენი სახლია , ოღონდ არა მეორე, პირველი სახლია!”- წერს სანდრო გეგეჭკორი.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძემ სავარაუდოდ, პოლიციის მიერ მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.