ამ ყველაფერს ივანიშვილისა და მისი „კლოუნებისთვის“ მძიმე შედეგი მოჰყვება – გიგა ბოკერია

„ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მიიღო გზავნილი, რაც მოსალოდნელი იყო საქართველოს მეგობრებისგან“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„სადაც პრობლემაზეა საუბარი, ის არის გზავნილი. აბა განცხადებას იმაზე ხომ არ გააკეთებენ, კარგად არის საქმეო? რეალურად, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მიიღო გზავნილი, რაც მოსალოდნელი იყო საქართველოს მეგობრებისგან. თუ ივანიშვილი ამგვარ ქმედებას გააგრძელებს, ამ ყველაფერს მისთვის და მისი „კლოუნებისთვის“ მოჰყვება მძიმე შედეგები. არა იმიტომ, რომ ვინმე ჩვენს საქმეებში ერევა, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მეგობრები მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და მის არჩევანს და ვინც ამ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ბუნებრივია, მასთან იქმნება პრობლემები და ეს არის ამ გზავნილის შინაარსი“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ პოლიტიკური მიკერძოებებისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა და პროკურატურა უზრუნველყოს.