{{ARTICLEIMAGE}}
3-4 იანვრის ღამეს მეტეორთა “წვიმას” ელოდებიან. მეტეორების ცვენის სიხშირემ შესაძლოა, საათში 60-100 ერთეულსაც მიაღწიოს.
ასტრონომ გია ჯავახიშვილის თქმით, ამ მოვლენაზე დაკვირვება შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი:
“უბრალოდ, ისეთ ადგილას უნდა დადგეთ, სადაც ბნელა. თბილისში ეს ცოტა ჭირს, რადგან მტვერია და თან ყველაფერი განათებულია. უფრო დეტალურ დაკვირვებას სპეციალური პროგრამები და შესაბამისი ტექნიკა სჭირდება”.
მეტეორიტების “წვიმა” ხშირ შემთხვევაში მაშინ წარმოიქმნება, როცა დედამიწის ორბიტა და კომეტის ნარჩენები ერთმანეთს კვეთენ. ამ დროს მეტეორიტები დედამიწის ატმოსფეროში შემოდიან და იწვებიან.
წყარო – რადიო თავისუფლება