„ივანიშვილი ვერ ინელებს მარცხს „რუსთავი2“-თან, არ მოეშვება, სანამ არის ხელისუფლებაში, გაბრაზებულია, ნაწყენია“ – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „კავაკასიის“ გადაცემა „ბარიერში“. ზურაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან აპირებდა „რუსთავი2“-თან ბრძოლის დაწყებას. „არ მითქვამს არსად, რასაც ახლა ვამბობ – მართალია, მე არ შევსწრებივარ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ისეთ ადამიანებთან აქვს ნათქვამი, რომლებსაც აბსოლუტურად ვენდობი. ეს იყო ჯერ კიდევ ადრე, 2015-ში, თუ 2014 წელს, როცა „რუსთავი2“-ზე დაიწყო პროცესი, როცა კამათი იყო შიდა წრეში და ივანიშვილს ეუბნებოდნენ, ეს არ შეიძლებაო. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა ასეთი საინტერესო ფარაზა – მიშას არ ეკუთვნის დიდი ტელევიზია, „ტაბულა“ ხომ იყო მაშინ, გადიოდა და ქონდეთ ტაბულა, საკმარისიაო . ივანიშვილი წყვეტს, ვის რა ეკუთვნის. პოსტსაბჭოთა ბიზნესმენია , ის უყურებს ყველაფერს საკუთარ ჭრილში, მისთვს მთელი პოლიტიკური პროცესი არის მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ბრძოლა. ორი ტიტანი ებრძვის ერთმანეთს – მისთვის ეს მართლა ასე არის, კი არ თამაშობს, მართალა ასე ფიქრობს , ვინც არ არის მისკენ, არის სააკაშვილისკენ. ნამდვილად მიაჩნია, რომ სანამ მისი მთავარი მოწინააღმდეგე არის სააკაშვილი, ის ყოველთვის იქნება მოგებული. ის ფიქრობს, რომ ეს სამყარო ასეა მოწყობილი“- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „ბარიერში“.