„საპოლიციო რეჟიმი, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში პარლამენტში მოქმედებდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი“ – ეს განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.
გოგიჩაიშვილის განცხადებით, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ მართონ ქვეყანა, იმის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ, რომ რამოდენიმე აქტივისტის თუნდაც არასასიამოვნო პროტესტი მოისმინონ.
„საპოლიციო რეჟიმში თუ სასტვენებს გულისხმობდით, სასტვენების ხმა ჩვენ აქ მოვისმინეთ და თან მშვიდად. რაც შეეხება საშვების საკითხს, შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობით და იმ რეგულაციებით, რაც მოქმედებს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება ასეთი ზომები გამოიყენოს, თუ ამის საჭიროება არსებობს – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.