“ამასთან ურთიერთობა არ შეიძლება“–რა თქვა ივანიშვილმა წლების წინ, სალომე ზურაბიშვილთან პირველი შეხვედრის შემდეგ

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ტვ პირველის ეთერში შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე ვერ მიიყვანს და მოღვაწეობას იმპიჩმენტით დაასრულებს.

ხიდაშელი თვლის, რომ ახალი არაფერია სალომე ზურაბიშვილის ქცევაში და ადვილად პროგნოზირებადი იყო, როგორ მოიქცეოდა ის საპრეზიდენტო პოსტზე. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ივანიშვილმაც კარგად იცის ზურაბიშვილის ხასიათი და ივანიშვილის და ზურაბიშვილის პირველ შეხვედრას იხსენებს. 

“მან ეს იცოდა. პირველ ჯერზე მისთვის, ანუ ივანიშვილისთვის ამ ალღოს არ უღალატია. ზურაბიშვილთან პირველივე შეხვედრის შემდეგ მან ზუსტი დიაგნოზი გააკეთა. შემდეგ რა მოხდა არ ვიცი. მე ვესწრებოდი იმ პირველ შეხვედრას 2011 წელს, როდესაც გუნდი კეთდებოდა იმ პერიოდში, როდესაც ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. და მან ზუსტი დიაგნოზი დაუსვა , რომ მასთან ურთიერთობა არ შეიძლებოდა. მერე რა მოხდა არ ვიცი. რა შეიცვალა და ამაზე სპეკულაცია არ არის ჩემი მხრიდან სწორი. აბსოლუტურად ზუსტი, უშეცდომო ალღო ქონდა მაშინ, არა მარტო ამ საქმეში, არამედ სხვა საქმეშიც.“ – განაცხადა ხიდაშელმა.