“ამათი უსამართლო სასამართლოსი არავის ეშინია“, – ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოსი ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რას ედავებიან ვერ მივხვდი. პოლიციას არ დაემორჩილაო. რა კადრებიც ჩვენ ვნახეთ ხუთი, ექვსი პოლიციელი მოათრევდა ხან ერთს, ხან მეორეს. დანარჩენი ვნახოთ ახლა. კიდევ კარგი ბევრი არ დაიჭირეს. ამათი უსამართლო სასამართლოსი არავის ეშინია“,- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში,სულ ცოტა ხანში პარლამენტთან დაკავებულების პროცესი უნდა გაიმართოს. დაკავებულთა შორის არიან ადვოკატი ბექა ბასილაია, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.