ამბროლაურის მერიამ გართობაზე 5-ჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე სოციალურ პროგრამებში

ამბროლაურის მერიამ გართობაზე 5-ჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე სოციალურ პროგრამებში-აღნიშნული მონაცემები ფლანგვის დეტექტორმა გამოაქვეყნა.

მონაცემების მიხედვით, ამბროლაურის მერიამ გართობასა და დასვენებაზე 1,4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო სოციალურ პროგრამებზე 265 ათასი ლარი.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციითვე, ამბროლაურში ყოველი მეორე ადამიანი სოციალურად დაუცველია.