ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორობის ფარგლებში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
“ახალი პროექტი Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT) 5 წლიანია და გულისხმობს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერებისა და მათემატიკური უნარების განვითარებას. ასევე, საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას”, — ნათქვამია განცხადებაში.