მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა და შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია შეცდომებს უშვებდა, თუმცა პოლიციის ინსტიტუტის დისკრედიტაცია რუსეთის მიერ იყო მართული. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ბუტა რობაქიძის საქმე მოიყვანა მაგალითად და განაცხადა, რომ ეს ისტორია ტრაგიკული შემთხვევა იყო.
“გეგმაზომიერად განადგურება მოხდა პოლიციის რეპუტაციის, არ ვამბობ, რომ პოლიცია არ უშვებდა შეცდომებს, პოლიცია უშვებდა შეცდომებს და უშვებდა ტრაგიკულ შეცდომებს…ამერიკაში ეგეთი ისტორიები ხდება ყოველ კვირას ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია. გაისროლა პოლიციელმა, ტრაგიკული ისტორია იყო. ამერიკაში ასეთი ისტორია ხდება ძალიან ხშირად”-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ქართველებთან შეხვედრაზე განაცხადა.