ამერიკაში მერაბიშვილის მსგავს დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობას უსჯიან – ლევან გოგიჩაიშვილი

ამერიკაში მერაბიშვილის მსგავს დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობას უსჯიან – – ამის შესახებ  დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.

„ვანო მერაბიშვილს მართლმსაჯულება ძალიან შემწყნარებლურად მოექცა. ამერიკაში მის მსგავს დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობას უსჯიან. მერაბიშვილს ციხესთან ბევრი ადამიანი დახვდა. ზოგიერთს მოსწონს ჯალათი, მკვლელი. რას ვიზამთ, ზოგიერთს მოსწონდა შავრაზმელებად გადაქცეული პოლიცია. დიახ, ვანო მერაბიშვილმა პოლიცია ადამიანების ჩაგვრის აპარატად გადააქცია. მას სიკვდილის ბრიგადები ჰყავდა და ყოველდღიურად სჩადიოდა დანაშაულს“, – ამბობს გოგიჩაიშვილი.