ამერიკის 20 შტატი ტრამპს კედლის მშენებლობისთვის უჩივის

აშშ-ში 20-მა შტატი დონალდ ტრამპს სასამართლოში უივის. მიზეზი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობაა.ისინი   მიიჩნევენ რომ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის მცდელობა უკანონოა. ფედერალური ბიუჯეტიდან 1.6 მილიარდი დოლარი კედლის მშენებლობაზემოხმარებას აპროტესტებენ და  სასამართლოს ინიციატივის დაბლოკვას სთხოვენ.პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი კალიფორნიის საოლქო სასამართლოში იმ დროს დარეგისტრირდა, როდესაც თავად დონალდ ტრამპმა მექსიკის სასაზღვრო ქალაქებში ტურნე დაიწყო.შეერთებული შტატების პრეზიდენტი მესაზღვრეებს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიგრანტებს ვეღარ მიიღებს და თავშესაფრის მინიჭების შესახებ კანონსაც გაამკაცრებს.დონალდ ტრამს საზღვართან მიგრანტები საპროტესტო აქციებით დახვდნენ.