ამერიკის პრეზიდენტმა ქვეყნის მაშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებით ამერიკაში ნაციონალური მაშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აშშ–ს პრეზიდენტი ამბობოს, რომ კერძო სექტორი ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსის 5 მილიონ ტესტს ჩაატარებს. მისი თქმით კერძო ლაბორატორიები და ვაქცინების შემქმნელები ამას შეძლებენ.

ტრამპი ამბობს, რომ შეიქმნება შეიქმნება სპეციალური ტესტირების ადგილები, რათა კორონავირუსული ტესტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და უფრო სწრაფად განხორციელდეს, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ტრამპმა შენგენის 26 ქვეყნის მოლაქეებს ამერიკაში ჩასვლა აუკრძალა.