ამერიკის საელჩო საქართველოს ახალ წელს ყანჩელის კომპოზიციით ულოცავს

ამერიკის საელჩომ ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და საელჩოს სხვა თანამშრომლები გია ყანჩელის კომპოზიციას – ,,ის აქ არის” ასრულებენ . ისინი ამ ფორმით საქართველოს ახალ წელს ულოცავენ.

,,ამერიკის საელჩოს დიდი ოჯახი გილოცავთ ახალ წელს”,- აღნიშნულია ვიდეოში.

საელჩო გია ყანჩელის ოჯახს , ფრაიბურგისა და თბილისის კოსერვატორიის სტუდენტებს კომპოზიციის შესრულებაში დახმარებისთვის მადლობას უხდის.