ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება“ სტოლტენბერგის განცხადებებზე -“ამგვარი განცხადებები მილიტარისტურ განწყობებს აღვივებს.”
“საქართველოს დასავლელი პარტნიორების მორიგი განცხადებები თავიანთი „კლიენტის“ მხარდასაჭერად არავის აოცებს, ეს ვაშინგტონისა და ბრიუსელის პროპაგანდისტული რიტორიკის ნაწილად იქცა” – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომ „რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა უკან უნდა წაიღოს“.
დე ფაქტო უწყებაში აღნიშნეს, რომ „ამგვარი განცხადებები საქართველოს ხელმძღვანელებს მოლოდინებს უჩენს, მილიტარისტურ განწყობებს აღვივებს და ძირს უთხრის ძალისხმევას ამიერკავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია რომ საქართველოსა და ნატო-ს სწავლებები „გამოწვევას წარმოადგენს აფხაზეთის უსაფრთხოებისთვის“.